კატალონიის "ბარსელონას" პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბართომეუმ ფრანგულ ტელაერხ telefoot-თან საუბრისას ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველის პოლ პოგბას მიმართ ინტერესი დაადასტურა.
"დიახ, მართალია. პოგბა ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ჩვენ ის გვაინტერესებს, მაგრამ ახლა მეტის თქმა არ შემიძლია, რადგან ტანსფერების განხორციელების უფლება იანვრამდე აკრძალული გვაქვს", - განაცხადა ბართომეუმ.
22 წლის ფრანგი შუახაზელის "კამპ ნოუზე" შესაძლო გადასვლის შესახებ უკვე კარგა ხანია იწერება. პოგბას სატრანსფერო ფასი 70-დან 80 მილიონ ევრომდე მერყეობს.