ფეხბურთი

14:12 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგის საგზური “ხიხონმაც” მოიპოვა

2014/15 წლების სეგუნდა დივიზიონის ჩემპიონობა “ბეტისმა” იზეიმა და ერთწლიანი პაუზის შემდეგ პრიმერადივიზიონს დაუბრუნდება. მეორე ადგილზე გავიდა “ხიხონი”, რომელიც ლა ლიგაში ბოლოს 2011/12 წლების სეზონში იმყოფებოდა და მე-19 ადგილზე გავიდა. გუნდმა ბოლო ტურში ჩემპიონი “ბეტისი” სტუმრად 3:0 დაამარცხა.

ხიხონელებს აშკარად გაუმართლათ, რადგან “ჟირონას” ბოლო ტურში შინ უმოტივაციო “ლუგოსთან” მხოლოდ მოგება აწყობდა. მიუხედავად ამისა, გუნდმა ფრედ 1:1 ითამაშა, “სპორტინგს” ქულებით კი გაუთანაბრდა, მაგრამ ბურთების უარესი მაჩვენებლის გამო პლეიოფში გადართვა მოუწია. “ჟირონას” გულშემატკივრები იმედგაცრუებულნი იყვნენ, რადგან მათი გუნდი 91-ე წუთამდე იგებდა, შემდეგ კი მთელი სეზონის შრომა წყალში “ლუგოს” ფეხბურთელმა კაბალიერომ ჩაუყარა.

სეგუნდა დივიზიონის პლეიოფში “ჟირონა” “სარაგოსას”, ხოლო “ლას პალმასი” “ვალიადოლიდს” დაუპირისპირდება. ამ წყვილთა შორის გამარჯვებულები კი პრიმერადივიზიონის ბოლო მესამე საგზურს გაითამაშებენ.

0.116116