შვეიცარიის თასის ფინალში “სიონმა” ჩემპიონი “ბაზელი” 3:0 დაამარცხა და აღნიშნული ტურნირი არსებობის ისტორიაში მეცამეტედ მოიგო. 1909 წელს დაარსებული კლუბი სუპერლიგის ჩემპიონი ორჯერ 1991/92 და 1996/97 წლების სეზონში გახდა.
ამ გამარჯვებით სიონელებმა შვეიცარიელ ჩოგბურთელ როჯერ ფედერერს გული დასწყვიტეს. მაესტრო “ბაზელის” ფანია, მატჩსაც უყურებდა და საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ფინალსაც. როჯერის იმედები სტანისლავ ვავრინკამ გაამართლა, საყვარელმა გუნდმა კი – ვერა.