ფეხბურთი

11:32 | 8.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

რობინ ვან პერსი: “ტრანსფერებზე 200 მილიონი დაიხარჯება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ კლუბის სატრანსფერო ბიუჯეტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი სეზონის წინ კლუბი კიდევ უფრო გაძლიერდება.

“გასულ სეზონში “იუნაიტედმა” ახალი ფეხბურთელების შესაძენად 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი დახარჯა და ამ ზაფხულსაც ერთი ამდენის დახარჯვას გეგმავს. ჩვენ გვეყოლება გუნდი, რომელიც ტიტულისთვის იბრძოლებს” - თქვა ვან პერსიმ.

შეგახსენებთ, “მანჩესტერმა” პრემიერლიგის გასულ სეზონში მე-4 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112157