შვედეთის ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული პსჟ-ს თავდამსხმელის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლიენტის “მილანში” შესაძლო გადასვლის შანსებზე ისაუბრა.
იტალიელები მზად არიან 33 წლის ფეხბურთელს ანაზღაურების სახით წელიწადში 7 მილიონი ევრო შესთავაზონ, თუმცა, დიდი ალბათობით ეს ტრანსფერი არ განხორციელდება.
“ჩემს კლიენტს მოქმედი კონტრაქტი აქვს და ამიტომ, უბრალოდ ვერ ადგება და ვერ წავა. პსჟ-ს პრეზიდენტ ალ-ჰელაიფის უკვე დაუსვეს კითხვა ამ საკითხთან მიმართებაში და მან უარი განაცხადა. ამრიგად, ის იბრაჰიმოვიჩს არ გაყიდის” - უთხრა რაიოლამ Journal du Dimanche-ს.
იბრაჰიმოვიჩმა საფრანგეთის გასული ჩემპიონატის 24 მატჩში 19 გოლი გაიტანა.