ჩოგბურთი

22:08 | 7.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვავრინკამ ჯოკოვიჩს ოცნება წაართვა (+VIDEO)

2015 წლის “როლან გაროსი” 30 წლის შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკას ტრიუმფით დასრულდა. ვავრინკამ ფინალში პლანეტის პირველი ჩოგბურთელი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 4:6, 6:4, 6:3, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა სამ საათსა და 15 წუთს გაგრძელდა. ნოლემ 6 ეისი ჩააწოდა და არც ერთი ორმაგი შეცდომა არ დაუშვია. ვავრინკამ 9 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი “როლან გაროსის” ფინალში მესამეჯერ გავიდა, წინა ორ შემთხვევაში ბალკანელი რაფაელ ნადალთან დამარცხდა. ნოლეს დანარჩენი სამი გრან სლემი მოგებული აქვს საფრანგეთის ღია პირველობის გარდა. სერბს ბევრ ინტერვიუში უთქვამს, რომ ფრანგული დიდი სლემის მოგება მის მთავარ მიზანს და ოცნებას წარმოადგენდა. თუმცა მესამე ცდაზე მას ოცნება შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ წაართვა. ჯოკოვიჩს ამ მატჩამდე ზედიზედ 29 შეხვედრა ჰქონდა მოგებული.

სტანისლასმა “როლან გაროსი” კარიერაში პირველად მოიგო. ხოლო ერთეულთა თანრიგში კი მეათე ტიტული აღმართა.

ვავრინკა – ჯოკოვიჩის მატჩის მნიშვნელოვანი მომენტები:

https://www.youtube.com/watch?v=XsdpRJqeYGs

0.114427