ფეხბურთი

20:42 | 7.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესს სტერლინგი და დიეგო კოშტა მოუნდა

“რეალის” ახალი მწვრთნელი ესპანელი რაფაელ ბენიტესი ზაფხულში “სამეფო კლუბის” შემტევი პოტენციალის გაძლიერებას გეგმავს. Daily mail-ის ცნობით, ბენიტესი “ჩელსიდან” - დიეგო კოშტას, ხოლო “ლივერპულიდან რაჰიმ სტერლინგის ყიდვას აპირებს.

როგორც იცით, “ლივერპულმა” სტერლინგს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა, რამდნიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბენიტესი გუნდში ბენზემას ადგილს ვერ ხედავს და თითქოს ესპანელი ფრანგის გაყიდვას გეგმავს.

55 წლის ესპანელი მწვრთნელი რამდენიმე დღეა, რაც “სამეფო კლუბის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ბენიტესმა “რეალი” სამი წლით ჩაიბარა. 2013 წლიდან მადრიდულ კლუბს კარლო ანჩელოტი თავკაცობდა.

0.119234