საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრებმა, ევროპის გრან პრის პირველ, მოსკოვის ეტაპის ჯგუფურ ტურნირზე პროგრამა მინიმუმი ვერ შეასრულა და დასკვნით დღეს მხოლოდ IX ადგილისთვის იბრძოლებს.
კახა ალანიას შეგირდები პირველ მატჩში უელსს დაუპრისპირდნენ და ირაკლი გეგენავას ლელოთი დაწინაურდნენ. ამის შემდეგაც ქართველი მორაგბეები კარგად ბურთაობდნენ, მაგრამ იქით გასატანი ლელოები აქეთ მიიღეს და საბოლოოდ 7:19 დამარცხდნენ. მეორე თამაშში საფრანგეთმა საქართველო უბურთოდ დატოვა, შვიდი უპასუხო ლელო გაიტანა და 49:0 იმარჯვა. სწორედ ასეთი სხვაობით მარცხი აღმოჩნდა საბოლოოდ გადამწყვეტი თასის მეოთხედფინალში გასვლის თვალსაზრისით.
ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ქართველებს დიდი სხვაობით მოგება მართებდათ და თავიდან ზურაბ ძნელაძის ლელოთი დაწინაურდნენ, მაგრამ მერე აირივნენ და ტაიმი 5:14 დათმეს. მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა მაგრად მოინდომა და მახარაშვილის, გეგენავასა და შუბითიძის ლელოებით 24:14 იმარჯვა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და IX ადგილის ნახევარფინალში ქართველთა მეტოქე კვლავ რუმინეთი იქნება. ეს თამაში თბილისის დროით 12:28 საათზე დაიწყება.
საქართველო: ზურაბ ძნელაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), ბახვა კობახიძე (“ბათუმი”, ბათუმი), ალექსი ხუციშვილი (“ყოჩები”, ბოლნისი), შავლეგ მახარაშვილი (“ყოჩები”, ბოლნისი), გიორგი შკინინი (“ლოკომოტივი”, თბილისი), ნიკო აფციაური (“ყოჩები”, ბოლნისი), ირაკლი გეგენავა (“ყოჩები”, ბოლნისი), ბიძინა სამხარაძე (“ბაია მარე”, რუმინეთი), დიმიტრი კალანდაძე (“ლოკომოტივი”, თბილისი), საბა შუბითიძე (“ჯიქები”, გორი), ბექა ბებიაშვილი (“ხარები”, რუსთავი), ლადო მიმინოშვილი (“ბათუმი”, ბათუმი)
მთავარი მწვრთნელი: კახა ალანია
ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბიში
პირველი ეტაპი. რუსეთი. მოსკოვი (ლუჟნიკი)
ა ჯგუფი
6 ივნისი
საფრანგეთი - რუმინეთი 38:0
უელსი - საქართველო 19:7
საფრანგეთი - საქართველო 49:0
უელსი - რუმინეთი 24:21
საქართველო - რუმინეთი 24:14
საფრანგეთი - უელსი 42:0
1 | საფრანგეთი | 3 | 3 | 0 | 0 | 129-0 | 9 |
2 | უელსი | 3 | 2 | 0 | 1 | 43-70 | 7 |
3 | საქართველო | 3 | 1 | 0 | 2 | 31-82 | 5 |
4 | რუმინეთი | 3 | 0 | 0 | 3 | 35-86 | 3 |
ბ ჯგუფი
6 ივნისი
ინგლისი - ლიტვა 28:17
ბელგია - პორტუგალია 10:38
ინგლისი - პორტუგალია 21:24
ბელგია - ლიტვა 19:21
პორტუგალია - ლიტვა 31:12
ინგლისი - ბელგია 26:12
1 | პორტუგალია | 3 | 3 | 0 | 0 | 93-43 | 9 |
2 | ინგლისი | 3 | 2 | 0 | 1 | 75-53 | 7 |
3 | ლიტვა | 3 | 1 | 0 | 2 | 50-78 | 5 |
4 | ბელგია | 3 | 0 | 0 | 3 | 41-85 | 3 |
გ ჯგუფი
6 ივნისი
რუსეთი - იტალია 24:21
ესპანეთი - გერმანია 7:12
რუსეთი - გერმანია 26:12
ესპანეთი - იტალია 28:0
გერმანია - იტალია 24:5
რუსეთი - ესპანეთი 24:5
1 | რუსეთი | 3 | 3 | 0 | 0 | 74-38 | 9 |
2 | გერმანია | 3 | 2 | 0 | 1 | 48-38 | 7 |
3 | ესპანეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 40-36 | 5 |
4 | იტალია | 3 | 0 | 0 | 3 | 26-76 | 3 |
7 ივნისი. პლეი ოფები
თასის მეოთხედფინალები
საფრანგეთი - ლიტვა
პორტუგალია - ესპანეთი
რუსეთი - უელსი
ინგლისი - გერმანია
ნახევარფინალები IX ადგილისთვის
საქართველო - რუმინეთი (12:28 საათი თბ. დრ.)
ბელგია - იტალია