ფეხბურთი

21:04 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა ბენიტესის გეგმებში არ შედის

მადრიდის “რეალის” ახალი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი “სამეფო კლუბის” ფრანგი შემტევის ქარიმ ბენზემას ტრანსფერზე დაყენებას აპირებს, რადგან ის მწვრთნელის გეგმებში არ შედის, აღნიშნულ ინფორმაციას Metro ავრცელებს.

წყაროს ცნობით, რაფაელი გუნდის ერთ თავდამსხმელზე გადაყვანას აპირებს. ცენტრალური ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ იქნება, რომელსაც მარცხენა ფლანგიდან გარეტ ბეილი დაეხმარება.

რაც შეეხება ბენზემას მომავალს, ფრანგის შეძენით “მანჩესტერი”, პსჟ და “არსენალი” არიან დაინტერესებულები. წყაროს ინფორმაციით, ამ სამ კლუბს შორის ბენზემას გადაბირების ყველაზე მეტი შანსი “მეთოფეებს” აქვთ.

55 წლის ესპანელი სპეციალისტი რამდენიმე დღეა რაც “სამეფო კლუბის” მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ბენიტესმა “რეალი” სამი წლით ჩაიბარა. იქამდე, 2013 წლიდან მადრიდულ კლუბს კარლო ანჩელოტი თავკაცობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11401