ფეხბურთი

18:12 | 6.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვან პერსი რომშია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელ თავდამსხმელ რობინ ვან პერსის რომის “ლაციოში” შესაძლო გადაბარგებაზე ბოლო დროს ბევრს საუბრობენ და წერენ. 31 წლის ფორვარდი კი დღეს რომში ჩაფრინდა. იტალიური მედია როგორც ვარაუდობს, ვან პერსი რომში დასავენებლად არ ჩასულა და “ბიანკოჩელესტეს” წარმომადგენლებს პირადად შეხვდება.

“ლაციო” მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ითამაშებს და შემადგენლობის გაძლიერებას გეგმავს. თავის მხრივ, მანჩესტერული ყოფით ბედნიერი არც თავად ფეხბურთელია.

ვან პერსიმ პრემიერლიგის აწ დასრულებულ სეზონში 27 ჩატარებულ შეხვედრაში 10 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112732