ქუთაისის “ტორპედოს” აწ უკვე ყოფილი ცენტრალური მცველი ზაზა ჭელიძე კარიერას თბილისის “დინამოში” გააგრძელებს. 28 წლის ფეხბურთელმა დინამოელებთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
განვლილ სეზონში ჭელიძემ “ტორპედოში” 13 მატჩი ჩაატარა. მისთვის “დინამოს” მთავარ მწვრთნელ გია გეგუჩაძესთან მუშაობა უცხო არაა, რადგან თავის დროზე ამ სპეციალისტის ხელმძღვანელობით “ტორპედოსა” და “ზესტაფონში” უთამაშია. ხსენებული კლუბების გარდა, ჭელიძე კარიერის განმავლობაში რუსთავის “მეტალურგში” ბელარუსის ბრესტის “დინამოსა” და “გომელში” გამოდიოდა.