ფეხბურთი

17:39 | 5.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: “პირლოს ფანი ვარ”

“ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ მეტოქე გუნდის ვარსკვლავზე ანდრეა პირლოზე ისაუბრა.

“პირლოს გულშემატკივარი ვარ. ჩემთვის ის ყოველთვის იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი იყო. პირლო 18-წლამდელებშიც კარგად თამაშობდა, დროის გასვლასთან ერთად მისი დონეც იმატებდა”- განაცხადა ჩავი ერნანდესმა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს “ბარსელონა” და “იუვენტუსი” დაუპირისპირდება, შეხვედრა 6 ივნისს ბერლინში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.118617