ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი ფორვარდი რობინ ვან პერსი დიდი ალბათობით გუნდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის მსვლელობისას შეიცვლის. გამოცემა "კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, ამ ფაქტით სარგებლობას რომის "ლაციო" შეეცდება, რომელიც 31 წლის ფორვარდის სანაცვლოდ 15 მილიონი ევროს გაღებას აპირებს.
"ლაციალე" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს, რაც ამ ტრანსფერის გაჩარხვის შესაძლებლობას კიდევ უფრო ზრდის.
გასულ სეზონში ვან პერსიმ პრემიერლიგაში 27 მატჩში ითამაშა და მეტოქეთა კარში მხოლოდ 10 გოლის გატანა შეძლო.