ფეხბურთი

11:16 | 5.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სკოლარიმ “გუანჯოუ” ჩაიბარა

მსოფლიო პრესა ჩინურ მედია საშუალებებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ფელიპე სკოლარიმ “გუანჯოუ ევერგრანდთან” 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდის თავკაცის პოსტზე ფაბიო კანავაროს ჩაანაცვლებს. ჩინურ კლუბს აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

აზიურ გუნდამდე სკოლარი “გრემიოს” წვრთნიდა, თუმცა წარუმატებელი თამაშის გამო ბრაზილიელმა გუნდი 2015 წლის მაისში დატოვა.

0.117069