ჩემპიონთა ლიგის ფინალამდე, რომელშიც ერთმანეთს ტურინის "იუვენტუსი" და კატალონიის "ბარსელონა" დაუპირისპირდებიან, ამავე გუნდთა ვეტერანები შეხვდებიან. მატჩი 5 ივნისს ბერლინში გაიმართება.
ამ მატჩში "ბარსას" ქომაგთა პროტესტის გამო მონაწილეობას არ მიიღებს კატალონური გრანდის ყოფილი მოთამაშე ლუიშ ფიგუ, რომელიც "ბლაუგრანას" ქომაგებს დღემდე მოღალატედ მიაჩნიათ. მათ ფიგუს ამ თამაშში მონაწილეობა “ტვიტერის” გვერდზე გააპროტესტეს.
პორტუგალიელი 2000 წლის ზაფხულში "ბარსელონადან" მადრიდის "რეალში" გადაბარგდა. 2002 წელს კი "კამპ ნოუზე" "ელ კლასიკოს" დროს ფიგუს მასპინძელი გუნდის გულშემატკივრებმა ღორის თავი ესროლეს.