ფეხბურთი

18:11 | 4.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “ნიუკასლს” მიტროვიჩის ტრანსფერი ჩაეშალა

როგორც Sky Sports იუწყება, “ნიუკასლმა” 20 წლის სერბი ფეხბურთელის ალექსანდრ მიტროვიჩის შეძენა ვერ მოახერხა. ამ თემაზე “ანდერლეხტის” გენერალურმა დირექტორმა ჰერმან ვან ჰოლსბეეკმა ისაუბრა.

“20 წლის მიტროვიჩმა გასულ სეზონის ბელგიის ჩემპიონატში 20 გოლი გაიტანა, მან ასევე გაუტანა ლონდონის “არსენალსა” და დორტმუნდის “ბორუსიას”. ის ფორვარდია, რომელსაც ესმის, რომ კვლავ საჭიროებს განვითარებას, ამიტომაც ამ ეტაპზე არ სურს “ანდერლეხტის” დატოვება”, - აღნიშნა ჰოლსბეეკმა.

სერბმა ფეხბურთელმა გასული სეზონის ბელგიის ჩემპიონატში 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.122639