ფეხბურთი

15:51 | 4.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბექჰემი: “ვიმედოვნებ ფიფა სწორი გზით წავა”

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა დევიდ ბექჰემმა BBC-თან საუბრისას, განაცხადა, რომ ფეხბურთი მილიონობით ადამიანს ეკუთვნის და არა რომელიმე ჩინოვნიკს.

“ვიმედოვნებ ფიფა სწორი გზით წავა. ჩვენ საყვარელ სპორტში ბევრი არასწორი რამ ხდებოდა. ფეხბურთი მილიონობით ადამიანს ეკუთვნის და არა რომელიმე ჩინოვნიკს. ახლა შანსია, ფიფა შეიცვალოს, რისთვისაც ჩვენ ყველაფერი უდნა გავაკეთოთ”, - განაცხადა დევიდ ბექჰემმა.

შეგახსენებთ, რომ 29 მაისს ბლატერი ფიფას პრეზიდენტად მეხუთედ აირჩიეს. თუმცა 2 დღის შემდეგ ბლატერი გადადგა. ჰერ იოზეფმა გადადგომის მიზეზად ფიფაში არსებული კორუფციული სკანდალი დაასახელა.

0.113906