როგორც o jogo იუწყება, ლისაბონის “ბენფიკას” მთავარი მწვრთნელი ჟორჟე ჟესუსი სადამრიგებლო კარიერას ლისაბონის “სპორტინგში” განაგრძობს. ამ დროისთვის ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა, აღნიშნული წყაროს ცნობით კი ჟესუსი “სპორტინგთან” სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. 60 წლის სპეციალისტი 3 წლის განმავლობაში 18 მილიონ ევროს მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ჟესუსმა საფეხბურთო კარიერა 1973 წელს სწორედ “სპორტინგის” შემადგენლობაში დაიწყო.
რაც შეეხება მის სამწვრთნელო კარიერას, ჟესუსი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მხოლოდ პორტუგალიურ კლუბებს წვრთნიდა.