კალათბურთი

23:19 | 3.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილის 3 ქულა და 4 მოხსნა ფინალის პირველ მატჩში

რამდენიმემატჩიანი პაუზის შემდეგ, მანუჩარ მარკოიშვილი მოედანზე ვთბ-ლიგის ფინალური სერიის პირველ შეხვედრაში გამოჩნდა და მოსკოვის ცსკა-ს “ხიმკის” განადგურებაში (89:62) დაეხმარა.

ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, საბოლოოდ კი, 16:43 წუთში კი 3 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა.

მარკოიშვილმა 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 4 ორქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენჯერვე დაჯარიმდა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

ცსკა-ს რიგებში საუკეთესონი ფრანგი ნანდო დე კოლო და ამერიკელი კაილ ჰაინსი იყვნენ, რონელთაც 17-17 ქულა ჩააგდეს.

ფინალური სერიის მე-2 მატჩს 5 ივნისს ისევ მოსკოვური გრანდი უმასპინძლებს.

0.112884