Football Italia-ს ცნობით, მილანის “ინტერი” მზადაა “რეალის” მეკარეს იკერ კასილიასს კონტრაქტი შესთავაზოს. წყაროს ცნობით, კასილიასი “რეალში” შესაძლოა “მანჩესტერის” მეკარემ დავიდ დე ხეამ ჩაანაცვლოს. მილანური კლუბი კასილიასის წარმომადგენლებს უკვე ესაუბრა და მხარეებმა მეკარის “ინტერში” გადასვლის საკითხზე იმსჯელეს.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კასილიასი ზაფხულში “რეალს” 14 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვებდა.
ბოლო სეზონში იკერი არც ისე დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რის გამოც გუნდის გულშემატკივრებისგან გულისწყრომას იმსახურებდა.
კასილიასი “რეალის” ღირსებას 1998 წლიდან იცავს.