როგორც Gazzetta dello Sport-ი იუწყება, მილანის “ინტერი” “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი შემტევით, ნანით დაინტერესდა. ამ ეტაპზე უცნობია მიმდინარეობს თუ არა კლუბებს შორის მოლაპარაკება.
კაპე ვერდეში დაბადებულმა 28 წლის მოთამაშემ გასული სეზონი ლისაბონის “სპორტინგში” იჯარის წესით გაატარა, რადგან ლუის ვან გაალის გუნდში მისი ადგილი ვერ მოინახა. ასე რომ, სავარაუდოდ ნანი დატოვებს მანჩესტერულ კლუბს.
ფეხბურთელს მხოლოდ ინგლისის პრემიერლიგასა და პორტუგალიის ჩემპიონატში უთამაშია, სხვა ქვეყანაში თამაშის გამოცდილება არ აქვს.
ნანიმ გასულ სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატის 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა.