“პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი აცხადებს, რომ ტურინის “იუვენტუსის” მხრიდან მისით დაინტერესების შესახებ არაფერი იცის. ურუგვაელი შემტევის თქმით, ის პარიზულ კლუბში თავს კარგად გრძნობს.
“ამ ზაფხულში “იუვენტუსში” გადასვლა? პსჟ-ს ფეხბურთელი ვარ და მინდა მაქსიმუმს სწორედ ამ კლუბში მივაღწიო.
პრესა ტრანსფერებზე გამუდმებით წერს. ტურინელთა ინტერესზე არაფერი ვიცი.” – განაცხადა კავანიმ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კავანის აგენტი “იუვენტუსთან” მოლაპარაკებებს აწარმოებდა.