ფეხბურთი

15:43 | 2.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეკვადორი ჩილეში ვალენსიას გარეშე იასპარეზებს

ეკვადორის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო კინტეროსმა 2015 წლის კოპა ამერიკისთვის საბოლოო 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა.

“მანჩესტერ იუნაიტედის” შემტევმა ანტონიო ვალენსიამ ფეხზე ოპერაცია გაიკეთა და ჩილეში ვერ გაემგზავრება. “წითელი ეშმაკების” ფეხბურთელის გარდა სამშობლოში დარჩენა შემდეგ ფეხბურთელებს მოუწევთ: მაქსიმო ბანგუერა, ლუის რომერო, რობერტ არბოლედა, პედრო ლარეა, ფერნანდო იდალგო, ანხელ მენა.

ეკვადორი A ჯგუფში ურთიერთობას ბოლივიასთან, მექსიკისა და მასპინძელ გუნდთან გაარკვევს. კინტეროსის გაფართოებული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარე: ალექსანდერ დომინგესი (“ლდუ კიტო”), ესტებან დრეერი (“ემელეკი”), ლიბრადო ასკონა (“ინდეპედიენტე დელ ვალე”),

მცველები: ხუან კარლოს პარედესი (“უოტფორდი”, ინგლისი), ფრიკსონ ერასო (“გრემიო”, ბრაზილია), გაბრიელ აჩილიერი, ჯონ ნარვაესი, ოსკარ ბაგი (სამივე “ემელეკი”), უოლტერ აიოვი (“პაჩუკა”, მექსიკა), არტურო მინა, მარიო პინეიდა (ორივე “ინდეპედიენტე დელ ვალე”),

ნახევარმცველები: ხუან კარლოს პარედესი (“უოტფორდი”, ინგლისი), კრისტიან ნობოა (პაოკ, საბერძნეთი), რენატო იბარა (“ვიტესი”, ჰოლანდია), პედრო კინიონესი, ოსბალდო ლასტრა (ორივე “ემელეკი”), ფიდელ მარტინესი (“პუმასი”, მექსიკა), ჟონათან გონსალესი (“უნივერსიდად დე გვადალახარა”, მექსიკა), ხუან კასარესი (“ბანფილდი”, არგენტინა”),

თავდამსხმელები: ენერ ვალენსია (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), ხაიმენ აიოვი (“გოდოი კრუზი”, არგენტინა), ჯეფერსონ მონტერო (“სუონსი”, ინგლისი), მილერ ბოლანოსი (“ემელეკი”).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.112082