თუ იტალიურ La Stampa-ს დავუჯერებთ, “იუვენტუსის” ფრანგ ნახევარმცველს, პოლ პოგბას, ლონდონის “ჩელსის” სახით, კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.
აქამდე არსებული ცნობების თანახმად, პოგბას შეძენის სურვილს “პარი სენ ჟერმენი”, “ბარსელონა” და “რეალი” გამოთქვამდნენ. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 22 წლის ნახევარმცველი უპირატესობას ესპანურ გუნდებს ანიჭებდა.
ბოლო ცნობებით, ფრანგი ვარსკვლავის ხელში ჩასაგდებად “ჩელსიც” იბრძოლებს, რომლის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო პოგბას შეძენით პირადადაა დაინტერესებული. იტალიელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ლონდონელები მზად არიან ფეხბურთელში 80 მილიონი ევრო გადაიხადონ.