საფრანგეთის ღია პირველობის მეოთხედფინალში ერთმანეთს რეიტინგსიის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი და “როლან გაროსის” ცხრაგზის ტრიუმფატორი, სადღეისოდ კლასიფიკაციის მეშვიდე ნომერი რაფა ნადალი შეხვდებიან.
ნადალმა მერვედფინალში ამერიკელ ჯეკ სოკს 2 საათსა და 53 წუთში 6:3, 6:1, 5:7, 6:2 მოუგო. რაფა პირველად შეხვდა სოკს. ჯოკოვიჩს რაც შეეხება, სერბმა მეოთხე წრეში ფრანგი რიშარ გასკე იოლად, 2 საათში 6:1, 6:2, 6:3 დაამარცხა. მატჩი ფილიპ შატრიეს სახელობის კორტზე ჩატარდა.
შეგახსენებთ, ნადალისა და ჯოკოვიჩის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში 23:20-ია მალიორკელის სასარგებლოდ.