ფეხბურთი

18:48 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

დი ბიაჯომ პატარა იტალიელები ევრო პირველობისთვის შეკრიბა

17 დან 30 ივნისის ჩათვლით ჩეხეთი ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატს უმასპინძლებს. ტურნირზე ტრადიციულად რვა გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის ერთ-ერთი იტალიის ნაკრებია, რომელსაც ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი ლუიჯი დი ბიაჯო თავკაცობს. დი ბიაჯომ იტალიელი ახალგაზრდების 27 კაციანი სია დაასახელა, რომელთაგანაც საუკეთესო 23 მოთამაშეს ჩეხეთში იახლებს.

მეკარეები: ნიკოლა ლეალი ("ჩეზენა"), ფრანჩესკო ბარდი ("კიევო"), მარკო სპორტიელო ("ატალანტა")

მცველები: დანიელე რუგანი ("ემპოლი"), ფედერიკო ბარბა ("ემპოლი"), მატეო ბიანკეტი ("სპეცია"), კრისტიანო ბირაგი ("კიევო"), არმანდო იცო ("ჯენოა"), ნიკოლა მურუ ("კალიარი), ალესიო რომანიოლი ("სამპდორია"), სტეფანო საბელი ("ბარი"), დავიდე ძაპაკოსტა ("ატალანტა")

ნახევარმცველები: დანიელე ბაზელი ("ატალანტა"), კრისტიან ბატოკიო ("ვირტუს ენტელა), მარკო ბენასი ("ტორინო"), დანილო კატალდი ("ლაციო"), ლორენცო კრესეტიჯი ("კალიარი"), იაკოპო დეზი ("კროტონე"), სტეფანო სტურარო ("იუვენტუსი"), ვალერიო ვერე ("პერუჯა"), ფედერიკო ვივიანი ("ლატინა")

თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი ("პალერმო"), დომენიკო ბერარდი ("სასუოლო"), ფედერიკო ბერნარდესკი ("ფიორენტინა"), სამუელე ლონგო ("კალიარი"), მარსელო ტროტა ("აველინო"), სიმონე ვერდი ("ემპოლი")

დი ბიაჯო 23 კაციან შემადგენლობას 7 ივნისს დაასახელებს.

იტალიის ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში პორტუგალიის, ინგლისისა და შვედეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11297