“გოლდენ სტეიტის” მთავარი მწვრთნელის სტივ კერის ასისტენტის რონ ადამსის თქმით, მსროლელი კლეი ტომპსონი, რომელსაც ტვინის შერყევა დაუდგინდა, ფინალში ითამაშებს.
“ვფიქორბ კლეი ფინალისთვის მზადაა. ის კარგად გამოიყურება. ტომპსონმა კიდევ რამდენიმე სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს. დაწმუნებული ვარ კლეი სუპერფინალში ითამაშებს”- განაცხადა რონ ადამსმა.
შეგახსენებთ, რომ “გოლდენ სტეიტს” მსროლელმა კლეი ტომპსონმა “ჰიუსტონთან” სერიის მეხუთე მატჩში თავის არეში მძიმე დარტყმა მიიღო და კალათბუთელს ტვინის შერყევა დაუდგინდა.
სუპერფინალში “გოლდენ სტეიტი” “კლივლენდს” დაუპირისპირდება. სერის პირველი შეხვედრა ოკლენდში 5 ივნისს გაიმართება.