“მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბის გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად მაისის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ეშლი იანგი გახდა. ინგლისელმა ქომაგთა ხმების 57% მიიღო და ანდერ ერერასა და კრის სმოლინგს აჯობა.
მაისის თვეში იანგმა ოთხ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი სამი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. სულ კი გასულ სეზონში 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 2 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გთავაზობთ “წითელი ეშმაკების” გულშემატკივრების მიერ გამოვლენილი საუკეთესო ფეხბურთელების სიას გასული სეზონის თვეების მიხედვით:
აგვისტო: ფილ ჯონსი
სექტემბერი: ანხელ დი მარია
ოქტომბერი: დავიდ დე ხეა
ნოემბერი: დავიდ დე ხეა
დეკემბერი: უეინ რუნი
იანვარი: ანტონიო ვალენსია
თებერვალი: ანდერ ერერა
მარტი: ხუან მატა
აპრილი: ანდერ ერერა