ტურინის "იუვენტუსი" იტალიური "ვერონადან" ბრაზილიელ ნახევარმცველ რომულოს არ გამოისყიდის. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა "ტუტოსპორტი" იუწყება.
28 წლის ფეხბურთელი ტურინულ კლუბში 2014 წლის ზაფხულში იჯარით ჩაირიცხა, თუმცა გუნდის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება ვერ მოახერხა.
რომულომ "იუვენტუსის" რიგებში მხოლოდ 4 მატჩის გამართვა მოახერხა, დანარჩენი დრო კი ლაზარეთში გაატარა.