იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ 12 ივნისს, ხორვატიის ნაკრებთან სათამაშოდ "სკუადრა აძურას" შემადგენლობაში 24 ფეხბურთელს უხმო. იტალელთა რიგებში პირველად მოხვდნენ "სასუოლოს" თავდამსხმელი ნიკოლა სანსონე და გერმანული "ვოლფსბურგის" ნახევარმცველი დანიელ კალიჯური.
კონტეს რჩეულთა სია შემდეგნაირია:
მეკარეები: სალვატორე სირიგუ (პსჟ), ფედერიკო მარკეტი ("ლაციო"), დანილე პადელი ("ტორინო")
მცველები: ანდრეა რანოკია ("ინტერი"), დავიდე ასტორი ("რომა"), ფრანჩესკო აჩერბი ("სასუოლო"), ემილიანო მორეტი ("ტორინო"), ლუკა როსეტინი ("კალიარი"), მატეო დარმიანი ("ტორინო"), მატია დე შილიო ("მილანი"), ლორენცო დე სილვესტრი ("სამპდორია"), მანუელ პასკუალი ("ფიორენტინა"), დომენიკო კრიშიტო ("ზენიტი")
ნახევარმცველები: დანიელე დე როსი ("რომა"), მირკო ვალდიფიორი ("ემპოლი"), მარკო ვერატი (პსჟ), ალესანდრო ფლორენცი ("რომა"), მარკო პაროლო ("ლაციო"), ანდრეა ბერტოლაჩი ("ჯენოა"), ემანუელე ჯაკერინი ("სანდერლენდი"), რობერტო სორიანო ("სამპდორია"), ანდრეა პოლი ("მილანი"), ჯაკომო ბონავენტურა ("მილანი"), ანტონიო კანდრევა ("ლაციო"), დანიელ კალიჯური ("ვოლფსბურგი")
თავდამსხმელები: მანოლო გაბიადინი ("ნაპოლი"), გრაციანო პელე ("საუთჰემპტონი"), ჩირო იმობილე ("დორტმუნდი"), სიმონე ძაძა ("სასუოლო"), სტეფან ელ შაარავი ("მილანი"), ნიკოლა სანსონე ("სასუოლო"), ფრანკო ვასკესი ("პალერმო"), ლორენცო ინსინიე ("ნაპოლი"), ალბერტო პალოსკი ("კიევო")
კონტემ ეროვნულ გუნდში ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელებს არ უხმო, რადგან მათ ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვთ სათამაშო.