ფეხბურთი

15:20 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ “დნიპრო” დააჯარიმა

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის სადისციპლინო კომიტეტმა, “ნაპოლისთან” გამართული ევროპის ლიგის ნახევარფინალური მატჩის დროს დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” გულშემატკივრების საქციელი განიხილა, უკრაინელი ფანები რასიზმში ამხილა და კლუბი 50 ათასი ევროთი დააჯარიმა. ამავდროულად, ჯაბა კანკავას გუნდი ევროპის ლიგის მომდევნო საშინაო მატჩს გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებს.

კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გამართული შეხვედრისას გულშემატკივრების მიერ არეულობის მოწყობისა და საგნების სროლისთვის კლუბი 20 000 ევროთი დააჯარიმეს. მომდევნო ორი წლის განმავლობაში უკრაინული გუნდის გულშემატკივრებს გამოსაცდელი ვადა ექნებათ და თუ ევროთასების მატჩებში კვლავ ცუდად მოიქცევიან, “დნიპროს” სასჯელი დაუმძიმდება.

0.114965