ფეხბურთი

14:13 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

აიმარი 15 შემდეგ ისევ “რივერ პლეიტში”

გამთენიისას არგენტინის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩში “რივერ პლეიტმა” შინ “როსარიოს” 2:0 მოუგო. მატჩის 75-ე წუთზე “რივერ პლეიტის” შემადგენლობაში 35 წლის პაბლო აიმარი გამოჩნდა. პაბლოს “რივერ პლეიტის” შემადგენლობაში ბოლოს 15 წლის წინ ჰქონდა ნათამაშები.

აიმარი “რივერ პლეიტში” ამა წლის იანვარში გადავიდა, თუმცა ფეხბურთელს ტრავმა აწუხებდა, რის გამოც დღევანდლამდე ვერ შეძლო გუნდის მაისურის მორგება.

პროფესიონალური კარიერა პაბლოსთვის “რივერ პლეიტში” დაიწყო, (1996-2000). შემდეგ აიმარმა “ვალენსიაში”, “სარაგოსაში” და “ბენფიკაში” ითამაშა და 15 წლის შემდეგ შემტევი ისევ მშობლიურ კლუბში დაბრუნდა.

1.59225