ფეხბურთი

13:22 | 1.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მიხაილოვიჩი “სამპდორიადან” წავიდა

სერბმა სპეციალისტმა სინიშა მიხაილოვიჩმა გენუის “სამპდორიას” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

46 წლის სპეციალისტმა გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა, რომელშიც საკუთარი მუშაობა შეაფასა, გულშემატკივრებს, ხელმძღვანელებსა და ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა და მომავალში “სამპდორიას” წარმატებები უსურვა.

ის გენუურ კლუბში 2013 წლიდან მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სინიშა “ნაპოლის” დამრიგებელი გახდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109584