“ატლეტიკო” “ინტერის” შემტევით მაურო იკარდით დაინტერესდა. აღნიშნულ ინფორმაციას Sky Sport-ი ავრცელებს. 22 წლის თავდამსხმელი და “ინტერი” ახალ კონტრაქტზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდა. მადრიდელები არგენტინელს უახლოეს მომავალშიკონტრაქტს შესთავაზებენ.
მიმდინარე სეზონში იკარდიმ ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა, სადაც 25 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა. იკარდი “ინტერამდე” 2012-13 წლების სეზონში “სამპდორიას” ღირსებას იცავდა.