ფეხბურთი

18:07 | 31.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელთა იოლი გამარჯვება

საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე ელიტ რაუნდის მეორე ტურში ესპანეთმა თურქეთის ნაკრები 5:0 დაამარცხა.მთელი მატჩის განმავლობაში ესპანეთის ნაკრები ფლობდა უპირატესობას, თურქეთის ნაკრებს კი უჭირდა მეტოქის ნახევარზე გადასვლა და გაზრებული შეტევების გაკეთება.

მე-8 წუთზე ანგარიში გაიხსნა. “ვილიარეალის” მოთამაშე ალფონსო პედრაზამ საჯარიმოს გარედან დაარტყა მეტოქის კარისკენ, ბურთი მეკარისკენ წავიდა, თუმცა გოლკიპერმა მოძრაობა დააგვიანა, ინერტულად იმოქმედა და გოლი გაუშვა. ხაგზასმით შეიძლება იმის თქმა, რომ თურქეთის ნაკრების მეკარე შეცდა.

იყო ეპიზოდები, როდესაც თურქები ცდილობდნენ შეტევის გამწვავებას, მათგან ყველაზე გამორჩეული ოგულსან ჩაღლაენი იყო, მან ერთ-ერთ ეპიზოდში, მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს საკუთარ თავზე აიღო თამაში, მის წინ ორი მცველი იდგა, მათთან ორთაბრძოლისას კი წაიქცა, ცოტა საეჭვო ეპიზოდი გამოვიდა. თუმცა გამეორების გარეშე გადაჭრით ძნელია თქმა იყო თუ არა წესების დაღვევა.

პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, გაშვებული გოლის შემდეგ ბურთის ფლობის უპირატესობა ესპანელთა მხარეს იყო და ტაიმის ბოლოს ლოგიკური გოლი გავიდა: “სარაგოსას” მოთამაშე ჟესუს ვალეხომ ორამდე გაზარდა სხვაობა და ესპანელთა დომინირება ანგარიშში ასახა.

ესპანელთა კაპიტანი ვალეხო ამპლუით ცენტრალური მცველია. სტანდარტული სიტუაციების დროს ცდილობდა შეტევაში ჩართვას, რამაც განაპირობა მეორე გოლი.

მეორე ტაიმში დე ლა ფუენტეს გუნდის უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა. შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო პასი “ბეტისის” მოთამაშე დანი სებალიოსმა შეასრულა, რომელმაც კარგად გაშალა შეტევა, შემდეგ მისმა თანაგუნდელებმა ორჯერ დაარტყეს კარისკენ, მაგრამ ორივე შემთხვევაში ბურთი კარის ძელს მოხვდა.

მესამე გოლისას მეტოქის საჯარიმოში სამსვლიანი კომბინაცია გათამაშდა. მარიო-ასენსო-მაიორალის თამაშს ამ უკანასკნელის გოლი მოჰყვა. თურქთა დაცვა კიდევ ერთხელ ჩავარდა.

მიმდინარე წელს მარკო ასენსო მადრიდის “რეალმა” შეიძინა. ფეხბურთელმა გასული სეზონი სეგუნდადივიზიონში გაატარა და ხშირად უწევდა თამაში. მე-4 და მე-5 გოლები სწორედ მან გაიტანა.

მეოთხე გოლისას შეტევა მაიორალმა წამოიწყო, შემდეგ კი ასენსო დასარტმელ პოზიციაზე გავიდა და მახვილი კუთხიდან გაიტანა. ბურთი ახლო ძელისკენ წავიდა, მეკარემ კი მახვილ კუთხეში გაუშვა.

ბოლო გოლისას ასენსო მეკარესთან პირისპირ გავიდა და დუბლი შეასრულა.

ესპანეთი – თურქეთი 5:0 (2:0)

31 მაისი, თბილისი, მ. მესხის სახელობის სტადიონი, 100 მაყურებელი

ესპანეთი: სილვერა, კარისოლი, მერე, მერინო, სებალიოსი (პასტრანა 67), მაიორალი, ასენსო, პედრაზა, ერნანდესი, ვალეხო (კაპიტანი), სან ემეტერიო

მთავარი მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

თურქეთი: საპანი, ისჩი, ბექაროღლუ, სიუნჩუ (ილდირიმი 46), ოკუტანი. ჩაღლაენი, ქემოღლუ, პოლატი, აითემური (სელიკი 61), უნდერი, სიველეკი (ტასი 79)

მთავარი მწვრთნელი: ვედათ ინსეეფი

გოლები: 1:0 პედრაზა (8), 2:0 ვალეხო (43), 3:0 მაიორალი (55), 4:0 ასენსო (73), 5:0 მაიორალი (77)

მთავარი მსაჯი: ბართოს ფრანკოვსკი (პოლონეთი)

გაფრთხილება: პოლატი (27), ვალეხო (64), ისჩი (67), ჩაღლაენი (71), სიველეკი (77), ბაქაროღლუ (90+1)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.158344