ჩოგბურთი

13:41 | 31.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ისევ პოლონელმა იმარჯვა

პანტიანში დასრულებული 10-ათასიანი საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებული ამჯერადაც გჟეგოჟ პანფილი გახდა, რომელმაც წინა 2 შეჯიბრიც მოიგო. პოლონელი ჩოგბურთელი პირველ ნომრად იყო განთესილი და გადამწყვეტ შეხვედრაში მე-2 რეიტინგის მქონე რუს ვიკტორ ბალუდას მოუგო – 6:1, 7:6 (7:0).

ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა მე-2 რაუნდში გიორგი ჯავახიშვილს 6:4, 6:4 სძლია, ქართველთაგან ყველაზე შორს კი მე-7 ნომრად განთესილმა ალექსანდრე მეტრეველმა და მე-8 ნომერმა გიორგი ცივაძემ გააღწიეს. მეოთხედფინალში მეტრეველმა პანფილთან 6:7 (4:7), 3:6 წააგო, ხოლო ცივაძე ავსტრიელ მიკაელ ლინცერს ვერ გაუმკლავდა – 6:7 (1:7), 1:6.

წყვილთა ტურნირში ნახევარფინალში გასვლა მოახერხეს ალექსანდრე ბაკშიმ და ნიკა დოლიძემ. ფინალში გადასასვლელ შეხვედრაში ისინი მომავალ ჩემპიონებთან – იტალიელ ბორტოლოტისთან და ბრაზილიელ მონტეიროსთან 1:6, 4:6 დამარცხდნენ.

0.125783