თამაშგარე

10:47 | 31.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სილვია მიჩელი დროის ნაკლებობას უჩივის

ამჟამად ფლორენციის “ფიორენტინაში” მოთამაშე პოპულარული გერმანელი შემტევის, მარიო გომესის მეუღლე, სილვია მიჩელი, ვერ ვიტყვით რომ განსაკუთრებული სიტყვაუხვობით გამოირჩევა და ვერც იმას დავწამებთ, რომ გრძელი ენა აქვს, მაგრამ ხანდახან მასაც ყვარებია მედიასთან წაჭორავება.

ამასწინათ, სილვია მიჩელმა ერთ-ერთ იტალიურ ბულვარულ გამოცემას საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა და მისი და მარიო გომესის იტალიური ცხოვრების შესახებ ისაუბრა. როგორც სილვია ამბობს, იტალიის კლიმატს, საკვებს და ხალხს ადვილად შეეგუენ და ამ მხრივ პრობლემა არ ჰქონიათ.

ერთადერთი რასაც სილვია მიჩელი ფლორენციაში ცხოვრების მანძილზე უჩივის, დროის ნაკლებობაა და სხვა ფეხბურთელების ცოლების მსგავსად, ისიც იმაზე წუწუნებს, რომ მარიოს ძალიან ცოტა დრო რჩება მასთან საგუძუძუნაოდ. იმედია არ გაიტეხს გულს ეს ქალი, რადგან სულ მალე დადგება მარიო გომესის საფეხბურთო კარიერის დასრულების ჟამი და მერე დაე მოხდეს რაც მოსახდენია!

0.179008