ფეხბურთი

21:15 | 30.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი კლიმიაშვილმა “ტორპედო” დატოვა

ქუთაისის “ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდი ირაკლი კლიმიაშვილმა დატოვა და კარიერას უცხოეთში გააგრძელებს. ნახევარმცველი იმერულ კლუბს სეზონის მეორე ნახევარში შეუერთდა და 14 ჩატარებულ მატჩში 2 გოლი გაიტანა.

ირაკლი ახალი გუნდის ძიებაშია, თუმცა უცნობია თუ რომელი ქვეყნის გუნდთან აწარმოებს მოლაპარაკებას. კლიმიაშვილს აქამდე სამ უცხოურ გუნდში უასპარეზია, ესენია: “ანჟი”, “ფახთაქორი” და “სკონტო”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123665