კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და “სევილიას” თავდამსხმელმა კარლოს ბაკამ შესაძლოა კარიერა “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელოს. ბრიტანული მედიის ცნობით, სამხრეთამერიკელის სანაცვლოდ “წითელი ეშმაკები” ანდალუსიელებს 30 მილიონ ევროს შესთავაზებს.
კარლოს ბაკამ გასულ სეზონში 56 მატჩში 28 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა. ევროპის ლიგის ფინალში “სევილიამ” “დნიპრო” 3:2 დაამარცხა, ბაკამ კი დუბლი შეასრულა და მისი გოლი აღნიშნულ შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.