“ნიუკასლის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, იონას გუტიერესი, რაიან ტეილორი, ჯეკ ალნვიკი, ადამ კემპბელი და რემი სთრითი 30 ივნისს კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ გუნდს დატოვებენ და თავისუფალი აგენტები გახდებიან. ფაკუნდო ფერეირას კი იჯარის ვადა ეწურება და დონეცკის “შახტარს” დაუბრუნდება.
გუტიერესმა “კაჭკაჭების” მაისურით 205 მატჩში 12 გოლი გაიტანა, ტეილორმა 106 შეხვედრაში თავი 10-ჯერ გამოიჩინა, ალნვიკმა “ნიუკასლის” მაისური 8-ჯერ, ხოლო კემპბელმა 5-ჯერ მოირგო. სთრითს და ფერეირას მთავარი გუნდის რიგებში შეხვედრა არ ჩაუტარებიათ.