ფეხბურთი

23:45 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლესტერი” კოატესს უმიზნებს

პრემიერლიგური “ლესტერი” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დაცვის გაძლიერებას გეგმავს და Daily Express–ის ცნობის თანახმად, “მელიების” ერთ-ერთი სამიზნე “ლივერპულის” საკუთრებაში მყოფი ცენტრალური მცველი სებასტიან კოატესია.

ურუგვაელმა ფეხბურთელმა განვლილი სეზონი “სანდერლენდში” ჩაატარა, თუმცა თამაში ხშირად არ უწევდა (13 მატჩი) და დიდი ალბათობით, “შავ კატებში” აღარ დარჩება. 24 წლის მცველი არც ბრენდან როჯერსის გეგმებში შედის და “ლივერპულის” დატოვება მოუწევს. ამიტომაც, “ლესტერის” ვარიანტი კოატესისთვის საკმაოდ ხელსაყრელია.

კოატესს “ლივერპულთან” მოქმედი კონტრაქტი 2016-წლამდე აკავშირებს და 12 თებერვლის მონაცემებით 1.32 მილიონი ფუნტი ღირს.

0.062003