ფეხბურთი

14:07 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესს მადრიდში ოთხშაბათს წარადგენენ

იტალიური "ნაპოლიდან" წასული რაფაელ ბენტესი მადრიდის "რეალის" ახალი თავკაცი იქნება. ამის შესახებ ესპანური მედია დარწმუნებით წერს. პირინელი ჟურნალისტების ცნობით, ბენიტესი მადრიდში ორშაბათს ჩაფრინდება, ხოლო ოთხშაბათ დილით "სანტიაგო ბერნაბეუზე" ოფიციალურად წარადგენენ. 55 წლის სპეციალისტი მადრიდულ გრანდთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, სეზონში ანაზღაურების სახით კი 4 მილიონ ევროს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ესპანელი სპეციალისტის წინამორბედები, კარლო ანჩელოტი და ჟოზე მოურინიო გასამრჯელოს სახით წლიურად შესაბამისად - 7.5 და 9 მილიონ ევროს იღებდნენ.

რაფაელ ბენიტესმა "ნაპოლიდან" წასვლის შესახებ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე ხუთშაბათს განაცხადა.

0.104801