“პორტუს” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბი ბრაზილიელი ფეხბურთელის კასემიროს გამოსყიდვაზე იმუშავებს. სამხრეთამერიკელი ნახევარმცველი პორტუგალიურ გრანდში გასულ სეზონში იჯარით ასპარეზობდა. “პორტუმ” აღნიშნულ გარიგებაში 1.5 მილიონი ევრო გადაიხადა და კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება დაიტოვა.
2014/15 წლების სეზონში ფეხბურთელმა 41 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. როგორც ჩანს, პორტუგალიელები “რეალის” საკუთრებაში მყოფი მოთამაშის ასპარეზობით მოხიბლულნი დარჩნენ.
ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ მილიონ ევროს შესთავაზებს “პორტუ” “სამეფო გუნდს” ფეხბურთელის სანაცვლოდ. გასულ სეზონში კასემიროს სატრანსფერო ღირებულებამ 6-დან 7 მილიონ ევრომდე აიწია.