ფეხბურთი

20:22 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსია” ალვეშის შემცვლელს ეძებს

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში “ვალენსიამ’ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა და ორწლიანი პაუზის შემდგომ, კვლავ ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ითამაშებს.

აღნიშნული წარმატება, “ღამურებს” ძვირად დაუჯდათ, რადგან “ალმერიასთან” მოგებული მატჩის (3:2) 70-ე წუთზე ძირითადმა მეკარემ დიეგო ალვეშმა სერიოზული ტრავმა მიიღო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაახლოებით 6-8 თვეს გამოტოვებს.

შესაბამისად, დღის წესრიგში ახალი კიპერის დამატება დადგა, რადგან კლუბი სამ ფრონტზე გამოუცდელი კარის დარაჯების: იოლისა და ხაუმეს იმედზე ვერ იქნება.

ბოლო დღეებია ესპანური და პორტუგიური პრესა აქტიურად წერს ალვეშის შესაძლო შემცვლელზე. “ღამურებს” ისეთი მეკარის შეძენა სურთ, რომელიც დიეგოს არ ყოფნისას საიმედოდ დაიცავს კარს, ხოლო ბრაზილიელის გამოჯანმრთელების შემდეგ, კონკურენციას გაუწევს მას.

ჯერჯერობით შემდეგი კანდიდატები სახელდებიან: კეილორ ნავასი (“რეალი”), ხერმან რული (“სოსიედადი”), პეპე რეინა (“ბაიერნი”), კიკო კასილია (“ესპანიოლი”), არტურ მორაეში (“ბენფიკა”).

ვალენსიური გამოცემის Superdeporte–ს თანახმად, ყველაზე რეალური რულის და კასილიას კანდიდატურებია.

თეგები\"ვალენსია\"
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124912