ჩოგბურთი

20:02 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რაფამ თანატოლი დაჩაგრა

29 წლის რაფა ნადალმა საფრანგეთის ღია პირველობის მეორე წრეში თანატოლსა და თანამემამულე ნიკოლას ალმაგროს 6:4, 6:3, 6:1 მოუგო და მის შემდეგ მოწინააღმდეგეს რუსი ანდრეი კუზნეცოვისა და ავსტრიელი იურგენ მელცერის დაპირისპირება გამოავლენს. ალმაგროსა და ნადალის ურთიერთშეხვედრათა ანგარიში კი 13:1 გახდა მალიორკელის სასარგებლოდ.

სადღეისოდ რეიტინგის მეშვიდე საფეხურზე მყოფმა ნადალმა კლასიფიკაციის 154-ე ადგილზე მყოფი ალმაგროს დამარცხებას 2 საათი და 22 წუთი მოანდომა. რაფას ანგარიშზე 5 ეისი და 6 ბრეიკია.

საფრანგეთის ღია პირველობის წლევანდელი გათამაშების საპრიზო ფონდი 28 მილიონ 28600 ევროა.

0.121238