ინგლისური "ჰალ სიტის" ფეხბურთელი ჰატემ ბენ არფა მომავალი სეზონიდან სამშობლოში დაბრუნდება, სადაც "ნიცას" ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ ზღვისპირული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება. ბენ არფამ ბოლო 5 სეზონი ინგლისის პრემიერლიგაში გაატარა. იგი ჯერ "ნიუკასლ იუნაიტედის". ბოლო 6 თვე კი "ჰალის" რიგებში ირჯებოდა.
ბოლო ფრანგული გუნდი, სადაც ერთ დროს იმედისმომცემ შემტვეს უთამაშია, მარსელის "ოლიმპიკია".
პრემიერლიგიდან გავარდნილ "ჰალში" საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა წვრმა მხოლოდ 8 მატჩი გამართა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.