ფეხბურთი

17:21 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" არ ჩერდება - დიბალას შემდეგ ხედირაც

მადრიდის "რეალისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი სამი ხედირა ტურინის "იუვენტუსის" ფეხბურთელი უახლოეს ხანებში გახდება. 28 წლის ფეხბურთელმა ტურინში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

"იუვენტუსი" "შტუტგარტის" ყოფილ ფეხბურთელს ხელში უფასოდ ჩაიგდებს და მასთან ოთხწლიან კონტრაქტს 2019 წლამდე გააფორმებს. თავად ფეხბურთელი კი ანაზღაურების სახით სეზონში 4 მილიონ ევროს და პლუს ბონუსებს მიიღებს.

ხედირა ტურინელთა მეორე შენაძენია არგენტინელი პაულო დიბალას შემდეგ, რომელიც ასევე ტურინში იმყოფება სამედიცინო შემოწმების გასავლელად.

სამი ხედირა იტალიურ გრანდს 1-ელ ივლისს შეუერთდება. მას "რეალთან" კონტრაქტი საბოლოოდ 30 ივნისს ეწურება.

გერმანელი მოთამაშე მადრიდულ გუნდში 2010 წლიდან მოყოლებული ასპარეზობდა. მიმდინარე სეზონში კი "სამეფო გუნდის" რიგებში ესპანეთის ლა ლიგაში მხოლოდ 11 შეხვედრა ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113037