კალათბურთი

16:17 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

კორვერმა კოჭზე ოპერაცია გაიკეთა

ოთხშაბათს “ატლანტა ჰოუქსის” მსროლელმა კაილ კორვერმა ტრავმირებულ კოჭზე ოპერაცია გაიკეთა. როგორც, ESPN იუწყება, კორვერის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. წყაროს ცნობით, ოპერაციის შემდეგ აღდგენით პროცესს 3 თვე დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ კაილ კორვერმა კოჭის ტრავმა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მეორე მატჩში მიიღო. კორვერი 2014-15 წლების სეზონში საშუალოდ მატჩში 12.1 ქულას და 4.1 მოხსნას აგროვებდა.

0.119258