ქუთაისის “ტორპედოს” ცენტრალურმა მცველმა გურამ ადამაძემ კლუბთან კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” პრესსამსახური იუწყება.
26 წლის ადამაძემ, რომელიც გუნდის კაპიტანია, “ტორპედოს” ზამთარში გორის “დილადან” მიაშურა და საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ჩატარებულ 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა.