კალათბურთი

0:55 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სლოვენიას უდრიჰი გამოაკლდა

2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მეტოქე სლოვენიას ერთ-ერთი გამოცდილი მოთამაშე ბენო უდრიჰი ვერ დაეხმარება.

32 წლის მცველს სლოვენიის კალათბურთის ფედერაციასთან ისედაც რთული ურთიერთობა ჰქონდა, მორიგი ტრავმის გამო კი, მისი მოახლოებულ ევრობასკეტზე ასპარეზობა საბოლოოდ გამოირიცხა.

Kosarka.si-ს ცნობით, “მემფის გრიზლიზის” კალათბურთელს კოჭი აწუხებს და ოპერაციის შემდეგ, ევროპის პირველობისთვის მომჯობინებას ვერ მოასწრებს.

უდრიჰმა უკვე აცნობა სლოვენიურ ფედერაციას, რომ ჩემპიონატზე მისი იმედი არ ჰქონდეთ.

შეგახსენებთ, რომ სლოვენია ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე C ჯგუფში მოხვდა და საქართველოს გარდა, მეტოქეებად მასპინძელი ხორვატია, მაკედონია, საბერძნეთი და ჰოლანდია ეყოლება.

საქართველოს და სლოვენიის ნაკრებთა მორიგი დაპირისპირება ზაგრებში 6 სექტემბერს ჩატარდება.

0.11498